სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია - მოვალეობები:
** საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) მოთხოვნების შესაბამისად წლიური და კვარტლური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მონაცემების კორექტირება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
** აუდიტორულ და საკონსულტაციო პროცესებში აქტიური ჩართულობა, მომსახურე კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაციისა და მოთხოვნების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი მონაცემების კონსოლიდაცია;
** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და საჭირო ინფორმაციის დამუშავება წლის განმავლობაში;
** ფინანსური და ოპერაციული მონაცემების მოძიება, დამუშავება და ანალიზი მმართველობითი ანგარიშგებებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება);
** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, რეპორტინგის ან/და მსგავსი მიმართულებით (Big 4- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა (სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS) ცოდნა);
** ACCA-ს პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მოდულის/გამოცდის წარმატებით დასრულება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS office (Excel მაღალ დონეზე);
** ინგლისური ენა B2-C1;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები;
** შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!