საბაჟო პროცედურების სტაჟიორი
03-09-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „წყალი მარგებელი“  აცხადებს ვაკანსიას  საბაჟო პროცედურების სტაჟიორის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი



ძირითადი მოვალეობები:

  • იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებისა და წარმოების პროცესში მონაწილეობა;
  • საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესის მხარდაჭერა;
  • ტვირთების განბაჟებასთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა;
  • საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება;
  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ფარგლებში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშოაბის გამოცდილება;
  • საბაჟო კოდექსის ძირითადი საკითხების ცოდნა;
  • სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office ცოდნა;

                                                                       

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!